კომაროვის სკოლაში ჟურნალისტთა კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!
- 16 ოქტომბერი, 2017
კომაროვის სკოლაში მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის ჟურნალისტთა კლუბი იწყებს ფუნქციონირებას!
ჟურნალისტთა კლუბის მიზანია:
- წერის კულტურის დახვეწა;
- კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- ინფორმაციის მოძიებისა და სისტემატიზაციის კულტურის დახვეწა;
- შემოქმედებითი უნარების განვითარება;
- სასკოლო ჟურნალის წარმოება;
- სასკოლო ცხოვრების (მიმდინარე ღონისძიებების, მოსწავლეთა წარმატებისა და სხვა) შესაბამის ბლოგზე ასახვა.
პირველი შეხვედრა შედგება 17 ოქტომბერს, 14:30 საათზე, 218-ე ოთახში.